ჩვენს შესახებ

სკოლის ისტორია

   XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისი იყო. ქალაქ თბილისის ჩრდილო-დასავლეთით, გლდანი-ავჭალის მიჯნაზე, გადაჭიმულ სამეურნეო მინდორზე ახალი გრანდიოზული საცხოვრებელი მასივის მშენებლობა დაიწყო.
  მშენებლობა ჩქარი ტემპით მიმდინარეობდა. პირველი და მეორე მიკრო რაი-
ონების ახლადაშენებული კორპუსები მოსახლეობით შეივსო.
   1972-73 სასწავლო წლის დასაწყისში პირველ მიკრო რაიონში #79- რუსულ-ქართული სკოლა გაიხსნარომელიც აერთიანებდა მასივში ახალმოსახლე ყველა ეროვნების ყველა მოსწავლეს.
  დადგა 1973-74 სასწავლო წელი. მასივი კიდევ უფრო გაიზარდა. ახალი სკოლაც აშენდა მეორე მიკრო რაიონში და # 79 საშუალო სკოლის ქართული სექტორი ახალ შენობაში გადმოვიდა.
    ასე გაიხსნა ქალაქ თბილისის # 160- საშუალო სკოლა, რომელიც გლდა-
ნის მასივში  ყველაზე თვალსაჩინოყველასათვის მისაწვდომ ადგილზე მდებარეობდა. იგი მოხერხებული იყო როგორც მეორე მიკრო რაიონის ასევე
მიკრო რაიონის მცხოვრებთათვის.
    # 160- საშუალო სკოლა აშენდა იმჟამინდელი სტანდარტული პროექტით,
და არასახარბიელო არქიტექტურით,იგი გათვალისწინებული იყო 800 მოსწა-ვლეზე. 1974-76 სასწავლო წლებში  2000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა,
თვითოეულ კლასს 5,6,7  პარალელი ჰქონდაკლასებში კი 45—48 მოსწავლე სწავლობდა. ეს მდგომარეობა გაგრძელდა სანამ პირველ მიკრო რაიონში  ახალი #39-ესაშუალო სკოლა, ხოლო მეორე მიკრორაიონში # 167- საშუალო სკოლა არ გაიხსნა . სწორედ # 160-ე საშუალო სკოლის ბაზაზე აღმოცენდა ეს ორი სკოლა, განიტვირთა ჩვენი სკოლა როგორც მოსწავლეებით, ასევე მასწავლებლებით. თუმცა მოსწავლეთა რაოდენობა #160- ე სკოლაში ყოველთვის დიდი იყო. იგი ყოველთვის გამოირჩეოდა მაშინდელი ლენინის რაიონის საგანმანათლებლო სისტემაში როგორც ერთ-ერთი სრულყოფილი, მაღალი დონის სასწავლებელი, სწავლების თანამედროვე მეთოდებითა და სასწავლო აღჭურვილობით.
    სკოლას 1973—85 წლებში ხელმძღვანელობდა
                                ბატონი გ. კ.ორჯონიკიძე (აწ გარდაცვლილი )
             1985-1986 წლებში -- ქალბატონი   ნ. პირველი.
             1986-1992 წლებში -- ბატონი მ.მელაძე
             1992-1994 წლებში -- ბატონი       ა.ჩხიკვაძე.
             1995 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ბატონი  გ. კაკაჩია.

ჩვენი მშობლიური,  160-ე საჯარო სკოლა,  ფორე მოსულიშვილის №1-ში მდებარეობს, . სკოლაში 55 მასწავლებელი და 981 მოსწავლეა
2012 წლის ნოემბრიდან ჩვენ სკოლაში ფუნქციონირებს :
1. ქორეოგრაფიული წრე .
2.კალათბურთის წრე.
3.გახანგრძლივებული ჯგუფი.
საზოგადოებისთვის ცნობილი  მრავალი ადამიანი აღიზარდა 160-ე საჯარო სკოლის კედლებში.  მათ შორის :
- ცნობილი მხატვარი , დიზაინერი - დალი მაჩაიძე.
- აშშ-ში მოღვაწე ჯაზმენი - ბექა გოჩიაშვილი.
- მაგთი-ფანის ერთ-ერთი საუკეთესო მონაწილე -  ნათია თოდუა .
- გორის თეატრის მსახიობები : რამაზ იოსელიანი  და ირაკლი სანაია .
- მომღერალი - თემურ ოთარაშვილი .
- „კომედი გრუპის “ მსახიობები  : მიშა ანდღულაძე და ვახო ბიჭიკაშვილი.
- პაროდისტი - მამუკა ლომაშვილი
- ვაგონშემკეთებელი ქარხნის ბიზნესმენი ,  ავთანდილ საყვარელიძე  და მრავალი სხვა  .
  

.

Комментариев нет:

Отправить комментарий